ახალი ამბები

რა ხდებოდა სტადიონზე რუსეთის ჰიმნის დროს სარაგბო მატჩის დაწყებამდე [ვიდეო/ფოტო]

22 თებერვალი, 2014 • • 1324
რა ხდებოდა სტადიონზე რუსეთის ჰიმნის დროს სარაგბო მატჩის დაწყებამდე [ვიდეო/ფოტო]

შეხვედრა დინამო არენაზე დღის 5 საათზე დაიწყო. მატჩის პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფდა. 

დღევანდელი მატჩი უკრაინაში დაღუპულთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. მატჩის ორგანიზატორებმა ბილეთებს რაგბის ქომაგის ქცევის წესები დააწერეს, რომლის მიხედვითაც მოწინააღმდეგე გუნდის ჰიმნის დროს სტვენა მისაღები არ არის, თუმცა მატჩის დაწყებისას რუსეთის ჰიმნს ქომაგები სტვენით შეხვდნენ. გულშემატკივართა ნაწილი სტადიონზე საქართველოს და უკრაინის დროშებით მივიდა. 

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა”; “დიდება უკრაინას, დიდება გმირებს” – ასეთი პლაკატები გამოფინეს ქომაგებმა სტადიონზე.

შეხვედრას რუსეთის 20-მდე ქომაგიც ესწრებოდა. მატჩი ინციდენტის გარეშე დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი