იულია ტიმოშენკო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

Associated Press-ის ინფორმაციით, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო დღეს, 22 თებერვალს გათავისუფლდა. 

პარასკევს, 21 თებერვალს უკრაინის რადამ შესწორება შეიტანა უკრაინის  სისხლის სამართლის კოდექსში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის მე-19 მუხლის ეროვნულ კანონმდებლობასთან იმპლემენტაციას უკავშირდება.  

 

22 თებერვალს კი პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან ათავისუფლებს ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს. პარლამენტმა ასევე აღადგინა უკრაინის 2004 წლის კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც უკრაინაში საპარლამენტო-საპრეზიდენტო მმართველობა იქნება. შესაბამისად, პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს პრეზიდენტის ხელმოწერა არ ჭირდება. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი .