ახალი ამბები

მე არ ვიყავი პარტიის წევრი უბრალოდ, მმართველი პარტია მიჭერდა მხარს – მარგველაშვილი

1 აგვისტო, 2018 • 1603
მე არ ვიყავი პარტიის წევრი უბრალოდ, მმართველი პარტია მიჭერდა მხარს – მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ის 2013 წელს იყო დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი, რომელსაც, უბრალოდ, მმარველმა პარტიამ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ მარგველაშვილმა დღეს, 1-ელ აგვისტოს, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს. მე ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდი იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება ვერ დაასახელებს კანდიდატს იმიტომ, რომ ამ ყველაფერზე, რაც მე ვთქვი და პლუს, იმ თემებზე, რაც ხუთი წლის განავლობაში ხდებოდა – ვეტოს თუ გამოიყენებ მტერი ხარ და სასახლეში თუ შეხვალ მოღალატე ხარ, ეს ყველაფერი უნდა აიღოს საკუთარ თავზე და ხელი მოაწეროს, რომ იქნება ყველაფრის ხელისმომწერი და მორჩილი”, – თქვა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა “წინასაარჩევნო კურიოზი” უწოდა “ქართული ოცნების” პოზიციას, რომ ისინი ემხრობიან დამოუკიდებელი, უპარტიო პრეზიდენტობის კანდიდატისთვის მხარდაჭერას და არ დაასახელებენ პარტიულ სახეს.

“რა განსხვავება იქნება ამ კანდიდატსა და ჩემ შორის, როდესაც მე ვიყავი საპრეზიდენტო კანდიდატი? ზუსტად ასე, მე არ ვიყავი არცერთი პარტიის წევრი და მმართველი პარტია მიჭერდა მხარს. შესაბამისად, იმ კანდიდატმა და შესაბამისად, ქართულმა ოცნებამ უნდა უპასუხოს ერთ მნიშვნელოვან კითხვას – ხუთი წლის განმავლობაში მე რომ მაყვედრიდა მმართველი პარტია, რომ თურმე ჩემ გვერდით იდგა არჩევნებში, აქედან გამომდინარე რომ მეუბნებოდა, ყველაფერზე ხელი მომეწერა, რასაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტდა, რანაირ დამოუკიდბეელ კადიდატზე გვაქვს საუბარი? ზუსტად ასე, 2013 წელს, მე არ ვიყავი არცერთი პარტიის წევრი უბრალოდ, მხარს მიჭერდა მმართველი პარტია”, – ამბობს მარგველაშვილი.

გიორგი მარგველაშვილმა დღეს ასევე გამოაცხადა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მოსახლეობა 28 ოქტომბერს აირჩევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი