ახალი ამბები

პირველი წამალი შაკიკის პრევენციისთვის, რომელიც ევროკავშირმა დასაშვებად ცნო

1 აგვისტო, 2018 • 28992
პირველი წამალი შაკიკის პრევენციისთვის, რომელიც ევროკავშირმა დასაშვებად ცნო

ნებისმიერი წამლის მიღების წინ აუცილებელია გაესაუბროთ ექიმს. ნეტგაზეთი გირჩევთ, არასდროს მიიღოთ პრეპარატი თვითნებურად ან/და სპეციალისტის რეკომენდაციის გარეშე. 

Erenumab – ასე ჰქვია პირველ პრეპარატს, რომელიც შაკიკის პრევენციას ეხმარება და რომელიც ევროკავშირმა უსაფრთხოდ ცნო. პრეპარატის შესახებ  The Guardian წერს.

როგორც პრეპარატის მწარმოებელი კომპანია Novartis ამბობს, პაციენტებს წამლის მიღება სექტემბრიდან შეეძლებათ. ევროპის სამედიცინო სააგენტომ ლიცენზია დაუშვა იმ პაციენტებისთვის, ვისაც შაკიკის შეტევა თვეში 4-ჯერ მაინც აღენიშნებათ.

The Guardian-ის თანახმად, პრეპარატი ბლოკავს იმ რეცეპტორს, რომელიც შაკიკის “აქტივაციაშია” ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი