ფაშინიანი აცხადებს, რომ ხალხი მოენატრა და საკუთარი თავის მხარდამჭერი აქცია დაგეგმა

სომხეთის ახალდარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პირდაპირ ეთერში საკუთარ მხარდამჭერებს 2018 წლის 17 აგვისტოს ერევნის რესპუბლიკის მოედანზე შეკრება მოუწოდა.

ფაშინიანმა თქვა, რომ მიტინგებზე ხალხთან შეხვედრა მოენატრა და შესაბამისად, მოხარული იქნება, მათ ერევნის ცენტრალურ მოედანზე შეხვდეს:

“გარდა ამისა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ იმაზე, რაც სომხეთში ბოლო 100 დღის განმავლობაში მოხდა და იმაზე, რა იქნება მომავალში”.

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად ქვეყნის პარლამენტმა 2018 წლის 8 მაისს აირჩია. ფაშინიანის პრემიერდ არჩევას სომხეთში წინ, წინა მთავრობის გადაყენების მოთხოვნით, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები უძღვოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი