ახალი ამბები

85% რესტორნებსა და სხვა ადგილებში მოწევის აკრძალვის კანონს ემხრობა – NDI

1 აგვისტო, 2018 • 1896
85% რესტორნებსა და სხვა ადგილებში მოწევის აკრძალვის კანონს ემხრობა – NDI

NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ბარებში, რესტორნებსა და სხვა ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვის შესახებ კანონს ემხრობა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, კანონის შესახებ, რომელიც  ძალაში მიმდინარე წლის 1 მაისს შევიდა, რესპონდენტთა 94%–ს სმენია. კვლევის მიხედვით, აკრძალვას 85% ემხრობა, 13% მხარს არ უჭერს, 2%–ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ამასთან, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 51% ფიქრობს, რომ კანონი სათანადოდ სრულდება. 28% საპირისპიროდ ფიქრობს, 22%–მა კი არ იცის.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. საველე სამუშოებს CRRC საქართველო ატარებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი