ახალი ამბები

71% მუშების პროტესტს მაშინაც დაუჭერდა მხარს, თუ გაფიცვა ტრანსპორტის მოძრაობას შეაჩერებს – NDI

1 აგვისტო, 2018 • 1352
71% მუშების პროტესტს მაშინაც დაუჭერდა მხარს, თუ გაფიცვა ტრანსპორტის მოძრაობას შეაჩერებს – NDI

NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 71% მუშების გაფიცვას, მათი აზრით, უსამართლო სამუშაო პირობების გასაპროტესებლად მხარს დაუჭერდა, მაშინაც კი, როდესაც გაფიცვა საჯარო მომსახურების, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას შეაჩერებს.

მუშებს აღნიშნულ შემთხვევაში მხარს 20% არ დაუჭერდა, ხოლო 8-მ კითხვაზე “არ ვიცი” უპასუხა.

მკვლევარებმა მოსახლეობას ასევე დაუსვეს კითხვა, დაუჭერდნენ თუ არა ისინი მუშების გაფიცვას მხარს უსამართლო სამუშაო პირობების გასაპროტესტებლად. ოღონდ, ამ შემთხვევაში, კითხვაში მითითებული არ იყო, გამოიწვევდა თუ არა აღნიშნული რომელიმე საჯარო მომსახურების შეზღუდვას.

ამ უკანასკნელ კითხვაზე 79%-მა უპასუხა, რომ მუშების პროტესტს მხარს დაუჭერდა, 11%-მა საწინააღმდეგო უპასუხა, ხოლო 10%-მა “არ ვიცი” უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი