54% ფიქრობს, რომ მთავრობა გარემოს დაცვაზე არასაკმარის რესურსს ხარჯავს – NDI

NDI- ს გამოკითხვის მონაწილეტა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა გარემოს დაცვისათვის არასაკმარის რესურსს ხარჯავს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს მიმართეს კითხვით: “თქვენი აზრით, მთავრობა ზედმეტ რესურსს ხარჯავს, საკმარის რესურსს ხარჯავს თუ არასაკმარის რესურსს ხარჯავს გარემოს დაცვაზე?”

ყველაზე მეტი – 54% მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხზე რესურსი არასაკმარისად იხარჯება. 22% ფიქრობს, რომ გარემოს დაცვისათვის მთავრობის მიერ დახარჯული რესურსი საკმარისია, 4% კი მთავრობა სახელმწიფო ამ მიმართულებით ზედმეტად იხარჯება. კითხვაზე პასუხი გამოკითხულთა 20%-ის არ აქვს.

პრობლემატურობის კუთხით, NDI-ს რესპონდენტები ჰაერის დაბინძურებას(67%), საკვების უსაფრთხოებასა(66%) და დაუმუშავებელ/ცუდად დამუშავებულ ნაგავს(66%) ასახელებენ. შემდგომ მიწისა და წყლის მომწამვლელი ნარჩენებით დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი კატასტროფები და სხვა საკითხები მოდის.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. საველე სამუშოებს CRRC საქართველო ატარებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან