ახალი ამბები

უმეტესობის თქმით, ივანიშვილის დაბრუნება ქვეყნის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს – NDI

1 აგვისტო, 2018 • 1164
უმეტესობის თქმით, ივანიშვილის დაბრუნება ქვეყნის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს – NDI

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა, 31% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ არჩევა ქვეყნის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. საპირწონედ 22% თვლის, რომ ამ მოვლენას ქვეყნის პოლიტიკაზე უარყოფითი გავლენა ექნება.

რაც შეეხება დანარჩენ პასუხებს, გამოკითხულთა 21% თვლის, რომ ივანიშვილის დაბრუნებას პოზიტიური გავლენა ექნება, ხოლო 26%-მა კითხვაზე “არ ვიცი” უპასუხა.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. საველე სამუშოებს CRRC საქართველო ატარებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი