ახალი ამბები

მოსახლეობის 74% მარიხუანის ლეგალიზაციას ეწინააღმდეგება – NDI

1 აგვისტო, 2018 • 4343
მოსახლეობის 74% მარიხუანის ლეგალიზაციას ეწინააღმდეგება – NDI

მოსახლეობის 74% მარიხუანის ლეგალიზაციას მხარს არ უჭერს, 18% – უჭერს, 8%-მა არ იცის. ამას მოწმობს NDI-ის კვლევა, რომლის შედგებიც დღეს გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 40% ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკის პირადი მოხმარების გამო ციხის სასჯელს მხარს უჭერს, 54% – არა.

საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. საუბარია მარიხუანის მხოლოდ მოხმარებაზე და არა მის კულტივაცია- გაყიდვაზე.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. საველე სამუშოებს CRRC საქართველო ატარებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი