ახალი ამბები

მარგველაშვილი თუ იყრის კენჭს, ოცნების კანდიდატს უფრო ნაკლები მისცემს ხმას – NDI

1 აგვისტო, 2018 • 1452
მარგველაშვილი თუ იყრის კენჭს, ოცნების კანდიდატს უფრო ნაკლები მისცემს ხმას – NDI

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს, 1 აგვისტოს, გამოაქვეყნა საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, სადაც ნაჩვენებია საზოგადოებრივი განწყობები როგორც მიმდინარე საკითხებთან, ისე აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით.

NDI-იმ მოქალაქეებს დაუსვა კითხვა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მათ გამოკითხვაში მონაწილეებს აჩვენეს ორი სია და სთხოვეს იმ კანდიდატის დასახელება, ვისაც მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. ერთ სიაში კანდიდატებს შორის დასახელებული იყო მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ამ შემთხვევაში პასუხები ასე განაწილდა:

  • არ ვიცი – 32%;
  • არცერთი – 15%;
  • ქართული ოცნების კანდიდატი – 12%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი – 10%;
  • უარი პასუხზე – 9%;
  • გიორგი მარგველაშვილი – 6%;
  • დავით ბაქრაძე – 6%;
  • შალვა ნათელაშვილი –4%;
  • სხვა – 7%.

როდესაც გამოკითხვაში მონაწილეებისთვის დასმულ კითხვაში ნახსენები არ იყო გიორგი მარგველაშვილი, შედეგები ასე განაწილდა:

  • არ ვიცი – 30%;
  • არცერთი – 17%;
  • ქართული ოცნების კანდიდატი – 17%;
  • უარი პასუხზე – 9%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი – 8%;
  • დავით ბაქრაძე – 7%;
  • შალვა ნათელაშვილი – 5%;
  • სხვა – 7%.

NDI-ის კვლევის შედეგად გამოიკვეთა მთავარი ტენდენცია – ამომრჩევლების უმრავლესობა არის გადაუწყვეტელი. 74%-მა  არ იცის, ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. საველე სამუშოებს CRRC საქართველო ატარებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი