ახალი ამბები

არჩევნების წინ 74% კვლავ გადაუწყვეტელია – NDI

1 აგვისტო, 2018 • 1172
არჩევნების წინ 74% კვლავ გადაუწყვეტელია – NDI

NDI-ის კვლევით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩევლების 74% გადაუწყვეტელია, ანუ ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ვის დაუჭერს მხარს არჩევნებში.

კვლევის მიხედვით, არჩევნებზე 60% პროცენტი აპირებს მისვლას.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი