ახალი ამბები

მექსიკაში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 101 ადამიანი იმყოფებოდა

1 აგვისტო, 2018 • 5926
მექსიკაში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 101 ადამიანი იმყოფებოდა

მექსიკაში, ქალაქ დურანგოს საერთაშორისო აეროპორტთან, ჩამოვარდა Aeroméxico-ს სამგზავრო თვითმფრინავი Embraer 190, რომელსაც ეკიპაჟის 4 წევრი და 97 მგზავრი გადაჰყავდა. ინციდენტი აფრენიდან რამდენიმე წამში მოხდა ისე, რომ პილოტებმა განგაშის სიგნალის გაგზავნაც ვერ მოასწრეს. ჩამოვარდნიდან მალევე, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.

როგორც BBC გუბერნატორ ხოსე აისპუროზე დაყრდნობთ წერს, შემთხვევას ყველა ცოცხალი გადაურჩა, თუმცა 85 ადამიანი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულთაგან დამწვრობა არავის აღენიშნება, რადგან ადამიანებმა ევაკუაცია დროულად შეძლეს.

აეროპორტის მმართველმა კომპანიამ თქვა, რომ, დიდი ალბათობით, კატასტროფის მიზეზი გახდა ცუდი ამინდი. როდესაც თვითმფრინავი აფრინდა, აეროპორტის მიმდებარედ ძლიერი სეტყვა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი