ახალი ამბები

facebook-მა წაშალა ანგარიშების ქსელი, რომლებიც სავარაუდოდ რუსეთთან კავშირშია

31 ივლისი, 2018 • 2384
facebook-მა წაშალა ანგარიშების ქსელი, რომლებიც სავარაუდოდ რუსეთთან კავშირშია

facebook-მა წაშალა რამდენიმე ანგარიში და გვერდი, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური პროცესების ორგანიზებას ცდილობდნენ და ამავდროულად ისინი დიდი ალბათობით დაკავშირებული არიან რუსეთის ფედერაციასთან.

CNN -ის ცნობით, აღმოჩენილი ქსელი არის აქამდე გამოვლენილი ყველაზე დიდი ძალისხმევა, რომელიც აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ჩარევას ისახავს მიზნად.

CNN-ის ცნობით, facebook-მა ამერიკელ კანონმდებლებს აცნობა, რომ მათ ეჭვით დაახლოებით 30 გვერდი ამერიკის პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვას ცდილობს. ეს მცდელობა უკავშირდება მემარჯვენე შინაარსის ღონისძიებების ორგანიზებას.

საჯაროდ facebook აცხადებს, რომ არ იცის ვინ დგას ამ ქსელის უკან, თუმცა “არსებობს მტკიცებულებები ამ ანგარიშების კავშირზე იმ ანგარიშებთან, რომლებსაც რუსეთის ტროლები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყენებდნენ”. კომპანია ამბობს, რომ მოპოვებული ინფორმაციას კონგრესის წარმომადგენლებს გადასცეს.

კომპანიის ცნობით, წაშლილ გვერდებს 290 000 ფოლოვერი ჰყავდა. ყველაზე პოპულარული გვერდები იყვენენ “Aztlan Warriors,” “Black Elevation,” “Mindful Being,” და”Resisters.” გვერდები ასევე იყენებდნენ რეკლამებს რომლისთვისაც 11 000 დოლარი დახარჯეს. თანხის გადახდა ამერიკული ან კანადური დოლარით ხდებოდა.

აშშ-ში შუალედური არჩევნები 2018 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს, არჩევნებში აშშ-ის სენატში წარმომადგენლების და 39 გუბერენატორის ბედი უნდა გადაწყდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი