ახალი ამბები

საფრანგეთის სკოლებში სმარტფონების ტარება აიკრძალა

31 ივლისი, 2018 • 2535
საფრანგეთის სკოლებში სმარტფონების ტარება აიკრძალა

CNN-ის ცნობით, საფრანგეთმა სკოლების მოსწავლეებს სმარტფონების ტარება აუკრძალა. გადაწყვეტილება ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა.

აკრძალვა ეხება როგორც სმარტფონებს, ასევე ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობას, მაგალითად როგორიცაა ტაბლეტები და სხვა გაჯეტები.

აკრძალვა ეხება სკოლის იმ მოსწავლებს, რომელთა ასაკიც 3-დან 15 წლამდეა. ის სკოლები და ლიცეუმები, რომელთა მოსწავლეების ასაკი 15 წელს აღემატება, თავად გადაწყვეტენ, დაუშვან თუ არა მათთვის სმარტფონების სკოლაში გამოყენება.

“ჩვენ ვიცით, რომ ახლა არსებობს “ეკრანზე დამოკიდებულების” ფენომენი, ჩვენი მთავარი მიზანია დავიცვათ ბავშვები და მოზარდები. ესაა განათლების ფუნდამენტური როლი”,- ამბობს საფრანგეთის განათლების მინისტრი.

ამ აკრძალვით შესრულდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო დაპირება. კანონპროექტს მაკრონის ცენტრისტულმა პარტიამ 62 ხმით დაუჭირა მხარი. ოპოზიცია ამბობს, რომ ასეთი აკრძალვა საფრანგეთში ისედაც არსებობდა და ისინი 2010 წელს მიღებულ კანონზე ამახვილებენ ყურადღებას. 2010 წელს მიღებული კანონი სმარტფონების გამოყენებას უშუალოდ სასწავლო პროცესში კრძალავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი