პოლიციამ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან მაინერები ამოიღო

ლისის ტბის მიმდებარედ განთავსებულ დატაცენტრში სამართალდამცავებმა კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ამოიღეს.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება უწყებამ გამოძიება სს “ენერგოპრო ჯორჯიას” განცხადების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ   სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დღეს, 31 ივლისს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოქალაქე გ.ს.-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები, რომელთა საშუალებითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.