ახალი ამბები

გაპრეზიდენტებისთანავე ნარკოვაჭრობაზე სამუდამო პატიმრობა დაწესედება – ნათელაშვილი

31 ივლისი, 2018 • 1766
გაპრეზიდენტებისთანავე ნარკოვაჭრობაზე სამუდამო პატიმრობა დაწესედება – ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაზე უვადო პატიმრობა დაწესდება. ასევე, გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლო და ის საერთო იურისდიქციის სასამართლოებს შეუერთდება.

“გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული დანაშაული ჩაიდინა და ნარკოტიკის ეს სახეობა (მარიხუანა) სრულიად ლეგალიზებულად გამოაცხადა. ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე ნარკოვაჭრობაზე სამუდამო პატიმრობა დაწესედება. აიკრძალება ნარკოტიკების პროპაგანდა. დამნაშავე საკონსტიტუცოი სასამართლო იქნება დაშლილი, გაუქმებული და საერთო იურისდიქციის სასამართლოებს შეუერთდება, როგორც ეს ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებშია,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საქართველოს სასამართლო ორგანოთა სისტემა შედგება ორი განსხვავებული სასამართლო დაწესებულების – საერთო იურისდიქციის სასამართლოებისაგან, რომლებიც ახორციელებენ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვას, და საკონსტიტუციო კონტროლის განმხორციელებელი სასამართლო ორგანოს – საკონსტიტუციო სასამართლოსაგან.

კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, საკონსტიტუციო სასამართლოს დაშლის ან გაუქმების უფლება პრეზიდენტს არ აქვს. კონსტიტუციის 88-ე მუხლის თანახმად,  საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან სამს პრეზიდენტი ნიშნავს.

გუშინ, 30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მარიხუანის მოხმარებასთან დკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი