“თანამედროვე საქართველოს დიდებული მოქალაქე 80 წლის გახდა”- პატრიარქი სტურუას იუბილეს ულოცავს

“თანამედროვე საქართველოს დიდებული მოქალაქე, სრულიად გამორჩეული და განსხვავებული სახეობითი აზროვნების პიროვნება,რომელმაც ქვეყნის სახელი მსოფლიო დონეზე აამაღლა, დღეს 80 წლის გახდა,” – ასე იწყება ილია მეორეს წერილი, რომელშიც პატრიარქი რეჟისორ რობერტ სტურუას იუბილეს ულოცავს.

ქართული თეატრისა და კინოს რეჟისორი დღეს 31 ივლისს 80 წლის გახდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოლოცვაში, ილია მეორე სტურუას დღეგრძელობასა უსურვებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან