ახალი ამბები

მოსაყდრე შიოს თანაშემწე: საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ გასაუქმებელია

31 ივლისი, 2018 • 3268
მოსაყდრე შიოს თანაშემწე: საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ გასაუქმებელია

პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს თანაშემწის განცხადებით, საკონსტიტიციო სასამართლო უნდა გაუქმდეს. ამის შესახებ დეკანოზმა ანდრიამ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შეფასებისას, ტელეკომპანია “იმედთან” ისაუბრა.

მან სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება “ერის ღალატად” შეაფასა და აღნიშნა, რომ უწყება თავის გადაწყვეტილებებით ერის ნებას უგულებელჰყოფს.

“მოსალოდნელი იყო მსგავსი ნაბიჯები. ჩვენ უარესსაც ველოდებით. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ერის ღალატი. იმ სტატისტიკური მონაცემებით, რა ცნობიერებაც არსებობს ნარკოტიკებთან, ნარკოტიკების ზიანთან დაკავშრებით ჩვენს ახალგაზრდებში, ასეთი დაშვება, ასეთი გაიოლება ამ საკითხისა მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს.

არ შეიძლება, ოთხი კაცი, რომლებიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებენ, ოთხი მილიონი ერის ნებას უგულებელჰყოფდნენ და თავისი გაუგებარი ლოგიკით ღებულობდნენ სრულიად დამღუპველ გადაწყვეტილებებს. საერთოს გასაუქმებელია საკონსტიტუციო სასამართლო. ეს იქნება რეკომენდაცია ალბათ”, – თქვა მეუფე შიოს თანაშემწემ.

30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

ჯაფარიძე: ეს არ იყო მარიხუანისთვის ბრძოლა, ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი