“სამი საათია პასუხის ღირსადაც არ მთვლიან” – ზაზა სარალიძე პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე რამდენიმე საათია მხარდამჭერებთან ერთად მთავრობის კანცელარიაში იმყოფება და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა მამუკა ბახტაძე მას.

როგორც ზაზა სარალიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, სამი საათის განმავლობაში ერთი ადამიანის არ მივიდა მათთან ინფორმაციის მისაწოდებლად, თუ რას აპირებს პრემიერი.

“ელემენტარული, ერთი ადამიანი არ გამოვიდა, რომ პასუხი გაგვცეს, სცალია თუ არ სცალია პრემიერს. ვიღაცამ ადამიანობა გამოიჩინოს, რა იქნება. ადამიანებადაც აღარ გვთლიან, მგონი. შვილმკვდარ მშობლებთან ერთად ვარ აქ.

მამუკა ბახტაძესთან ყველაფერზე გვსურს საუბარი. მაინტერესებს, რამდენად აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას იმაზე, რაც გამოძიების ირგვლივ ხდება. ბოლოს და ბოლოს პირველი პირია ქვეყნის და მაინტერესებს, რას იტყვის. რა თქმა უნდა, ვაპრიებთ აქ დარჩენას, რაიმე პასუხს არ გამოიტანს ვინმე,” – ამბობს ზაზა სარალიძე.

  • ნეტგაზეთის ყველა სიახლე სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.