ახალი ამბები

საგანგებო: საქართველო-სომხეთის საზღვართან ხანძარი ლოკალიზებულია

30 ივლისი, 2018 • 1395
საგანგებო: საქართველო-სომხეთის საზღვართან ხანძარი ლოკალიზებულია

ქვემო ქართლში, სოფელ სადახლოში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი საქართველო-სომხეთის საზღვართან, გორაკზე გაჩნდა. ჯამში, 70 ჰექტარი ფართობი დაიწვა. აქედან 20 ჰა – საქართველოს, ხოლო 50 ჰა – სომხეთის ტერიტორიაზე.

ადგილზე 120 მეხანძრე-მაშველი და 12 ავტოცისტერნა ამ დრომდე რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი