ახალი ამბები

მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა – საკონსტიტუციოს ისტორიული გადაწყვეტილება

30 ივლისი, 2018 • 110875
მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა – საკონსტიტუციოს ისტორიული გადაწყვეტილება

საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა – თითქმის სამთვიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს, 16:20 საათზე, ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა.

საუბარია მარიხუანის მხოლოდ მოხმარებაზე და არა კულტივაცია- გაყიდვაზე. გადაწყვეტილება გამოქვეყნების მომენტიდან ძალაშია.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მარიხუანის მოხმარებასთან დკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა, ეს არ ეხება მის მოყვანა–კულტივირებას. ამისთვის კანონმდებლობა კვლავ დაჯარიმებას ითვალისწინებს. როგორც ჯაფარიძე ამბობს, ამაზე უკვე სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა პოლიტიკა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ამ კუთხით. ის განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებსა და კონკრეტულ სარჩელებს.

ამავე თემაზე გირჩევთ

როგორ შეხვდა ინტერნეტი მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციას

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, სად არ შეიძლება მარიხუანის მოწევა

ჯაფარიძე: ეს არ იყო მარიხუანისთვის ბრძოლა, ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის

ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილებით მარიხუანის მოხმარება საქართველოში სრულად ლეგალური გახდა:.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი