ლივერპულის საფეხბურთო გუნდის წევრები და მათი მხარდამჭერები შაბათს გამართული Pride-ს შეუერთდნენ. როგორც გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, შაბათს ქალაქ ლივერპულში გამართულ აღლუმზე დასასწრებად მათი ასობით მხარდამჭერი ჩამოვიდა.
“ჩვენ ძალიან გვიყვარს ყოველწელს აღლუმში მონაწილეობა, თუმცა, ეს წელი საუკეთესო იყო,”- ამბობს საფეხბურთო გუნდის წარმომადგენელი ლგბტ საკითხებში, პოლ ამმანი.
გარდა აღლუმში მონაწილეობისა, საფეხბურთო გუნდმა საკუთარი მაღაზიათა ქსელის ვიტრინები აღლუმის თემატიკის მიხედვით მორთო.