ახალი ამბები

Forbes-მა აღმაშენებლის გამზირი მსოფლიოს 12 საუკეთესო უბანს შორის დაასახელა

30 ივლისი, 2018 • 5288
Forbes-მა აღმაშენებლის გამზირი მსოფლიოს 12 საუკეთესო უბანს შორის დაასახელა

Forbes-მა მსოფლიოში 12 საუკეთესო უბანი დაასახელა, მათ შორის კი აღმაშენებლის გამზირი მოხვდა. როგორც გამოცემა წერს, ტურისტებისთვის თბილისი საკმაოდ მიმზიდველი ადგილია. ქალაქის უბნებს შორის Forbes-მა “პლეხანოვი” გამოარჩია.

საბჭოთა კავშირის პერიოდში, დღევანდელ აღმაშენებლის გამზირს რუსი რევოლუციონერის, გიორგი პლეხანოვის სახელი ერქვა. Forbes-ის მიხედვით, აღმაშენებლის გამზირის მთავარი ხიბლი ძველი სტილის სახლებია, სადაც დღეს იქაურ მაცხოვრებლებს მოწყობილი აქვთ ულამაზესი თანამედროვე შესასვლელები.

Forbes-ის სტატიაში “ფაბრიკაც” მოხვდა, რომელიც ამ უბანში მდებარეობს. გამოცემა წერს, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში საკერავი ფაბრიკა დღეს მრავალფუნქციურ კომპლექსად არის გადაკეთებული, სადაც ბარები, ჰოსტელი და კაფეა მოწყობილი. “ამჟამად “ფაბრიკა” ახალგაზრდების კრეატიულობისა და ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილის  ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს,” – წერს Forbes.

რაც შეეხება რეიტინგს, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დიდი ქალაქების გამორჩეული უბნების შერჩევის მთავრი კრიტერიუმი ადგილობრივი, ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი კულტურის შენარჩუნება იყო. გამოცემის ინფორმაციით, ასეთი უბნების არსებობა განსაკუთრებით მნიშველოვანია დიდი ქალაქებისთვის, რომლებიც მუდმივად ტურისტებით არის გაჭედილი.

რეიტინგის შედგენისას Forbes-მა მოგზაურობის ექსპერტების შეფასებებით იხელმძღვანელა.

რეიტინგში თბილისთან ერთად ბარსელონა, იოჰანესბურგი, პანამა სითი, ათენი, სეული, ვაშინგტონი, ჩიკაგო, კეიპთაუნი, ამსტერდამი, კართაგენი  და საიგონი მოხვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი