ახალი ამბები

მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლი დაიწვა

30 ივლისი, 2018 • 2126
მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლი დაიწვა

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის 29 ნომერში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის ლიკვიდირება მეხანძრეებმა დაახლოებით ერთ საათში შეძლეს.

ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. საგანგებოს ცნობით, ცეცხლი მესამე სართულზე გაჩნდა და დაიწვა საოჯახო ნივთები – 40-50 კვ. მ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აღმაშენებლის გამზირზე. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ხანძარი მარჯანიშვილის 29 ნომერში. ფოტო: საგანგებო

მასალების გადაბეჭდვის წესი