ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

SOCAR-მა საქართველოს გაზსადენი ინფრასტრუქტურა შეისყიდა

30 ივლისი, 2018 • 2948
SOCAR-მა საქართველოს გაზსადენი ინფრასტრუქტურა შეისყიდა

SOCAR Georgia Gas-მა, აზერბაიჯანის სახელმწიფონავთობკომპანია SOCAR-ის შვილობილმა სტურქტურამ, პირდაპირი შესყიდვით საკუთრებაში მიიღო საქართველოს რეგიონებში 594 ათასი მეტრის მოცულობით გაზსადენი მილები.

საუბარია კასპის, გარდაბნის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, ახმეტის და ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე არსებულ გაზსადენ მილებზე.

ოფიციალური ინფორმაციით, ხელშეკრულების ღირებულება 9,5 აშშ მილიონი დოლარია [21,3 მილიონი ლარი]. შეთანხმების შესაბამისად, აღნიშნული თანხის გადახდა 48 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს.

2008 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, SOCAR-ს საქართველოში 23 რეგიონული გაზგამანაწილებელი კომპანია და ინფრასტრუქტურის ნაწილი გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი