ახალი ამბებირეკლამა

რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში 1500-მდე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას

26 ივლისი, 2018 • 887
რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში 1500-მდე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას

მიმდინარე წლის 15 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათლით, 1500-მდე მოზარდი „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში“    დასვენების პარალელურად, ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა.

პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურასთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, მათემატიკის, რობოტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია, პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით – კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

პროექტი  ქუთაისში – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე ხორციელდება.

მიმდინარე წელს ახალგაზრდულ ბანაკებში, სახელმწიფო დაფინანსებით, საქართველოს ყველა რეგიონიდან 10 000-მდე მოსწავლე და სტუდენტი დაისვენებს. ქუთაისის გარდა ბანაკები ფუნქციონირებს:  შაორის ტბაზე, ანაკლიაში, მანავში, ბაკურიანში, ცხვარიჭამიასა და ბოლნისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი