ახალი ამბები

მთათუშეთში მოზარდი კლდიდან გადავარდა

29 ივლისი, 2018 • 1356
მთათუშეთში მოზარდი კლდიდან გადავარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, დღეს, 29 ივლისს მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში 2007 წელს დაბადებული მოზარდი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა.

უწყების განცხადებით, პოლიციის თანამშრომლები ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გმაოცხადდნენ, არასრულწლოვანი ხევიდან შსს-ის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს, რის შემდეგაც, მოზარდი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი