ახალი ამბები

ამოქმედებიდან დღემდე, უვიზო რეჟიმით 255 429 ადამიანმა ისარგებლა

29 ივლისი, 2018 • 2580
ამოქმედებიდან დღემდე, უვიზო რეჟიმით 255 429 ადამიანმა ისარგებლა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან დღემდე, უვიზო მიმოსვლით მთლიანობაში 255 429 ადამიანმა ისარგებლა.

თამარ ხულორდავას თქმით, ჯამში 357 990 ვიზიტი განხორციელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგზაურთა ნაწილმა, უვიზო მიმოსვლით ორჯერ ან მეტჯერ ისარგებლა.

რაც შეეხება პირებს, რომლებმაც უვიზო მიმოსვლის პირობები დაარჭვიეს, ხულორდავად მათზე ზუსტი მონაცემები არ აქვს.

საქართველოს მოქალაქეებმა ევროპაში (შენგენის ზონა) უვიზოდ მიმოსვლის უფლება 2017 წლის გაზაფხულზე მიიღეს, თუმცა ეს არ ნიშნავს ევროპაში მუშაობას, ან განუსაზღვრელი ვადით დარჩენას. ამისთვის სამუშაო უფლებისა და გრძელვადიანი ვიზის მიღება არის საჭირო.
უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, 180-დღიანი მონაკვეთის პერიოდში შენგენის ზონაში 90 დღე გაატარონ. ევროპის საზღვრის გადაკვეთისას, მესაზღვრემ, შესაძლოა, დაგისვათ არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რა დროსაც უნდა დაადასტუროთ, რომ იქ ნამდვილად მოკლე ვადით მიემგზავრებით. თუ თქვენ მესაზღვრეს ვერ დაარწმუნებთ, მას უფლება აქვს, ქვეყანაში შესვლაზე უარი გითხრათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი