თბილისში, SET FEST-ზე Cigarettes After Sex-მა და WhoMadeWho-მ დაუკრეს [ფოტო]

თბილისში, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის პავილიონში, Summer Set-ის საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა, რომლის ჰედლაინერებიც იყვნენ ცნობილი ამერიკული ჯგუფი Cigarettes After Sex და დანიური ტრიო WhoMadeWho.

Cigarettes After Sex მსმენელის წინაშე ერთსაათიანი პროგრამით წარსდგა. ამერიკულმა ჯგუფმა თითქმის ყველა ჰიტი შეასრულა, მათ შორის: Nothing’s Gonna Hurt You Baby, Affection და Keep On Loving You, ხოლო Please Don’t Cry სპეციალურად ფანებისთვის დაუკრა.

თბილისში, მსმენელის წინაშე WhoMadeWho უკვე მეორედ გამოვიდა. Cigarettes After Sex-ის შედარებით მშვიდი მუსიკის შემდეგ, დანიურმა ტრიოს ბითებზე რეივერები საათნახევრის განმავლობაში შეუსვენებლად ცეკვავდნენ.

WhoMadeWho-მ შეასრულა როგორც უახლეს ალბომში შესული კომპოზიციები, ასევე ჯგუფის ჰიტები: Inside World და Heads Above. დანიურმა ტრიომ კონცერტი იტალიელი დიჯეის, ბენი ბენასის Satisfaction-ით დაასრულა.

SET FEST-ის პიარ მენეჯერის, ნიკა დვალიძის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, მსმენელამდე მიეტანათ მთავარი მესიჯი, რომ ფესტივალმა შეიცვალა ფორმატი და შეიტანა მეტი მრავალფეროვნება მუსიკალური კუთხით, ასევე, დაამატა სპორტის სახეობები. შესაბამისად, როგორც ნიკა ამბობს, სამერ ფესტი უფრო მეტი სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანების შეკრების ადგილად იქცა.

ნიკა დვალიძის თქმით, საპრეზენტაციო ღონისძიებიდანაც გამოჩნდა, რომ Summer Set-ის გუნდის მესიჯი მსმენელამდე მივიდა.

“ხარვეზად იქცა ლოკაციის შეცვლა და მაღალი ტემპერატურა, რაც ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციის საფუძველზე გადავწყვიტეთ და 5 დღეში ახალ ლოკაციაზე ავაშენეთ საფესტივალო ქალაქი,” – გვითხრა ფესტივალის პიარ მენეჯერმა.

დვალიძის თქმით, იმ ქართველ არტისტებს, ვისი პერფორმანსიც ვერ მოესწრო, აუცილებლადად დაეთმობათ სცენა შემდეგ ღონისძიებაზე, რომელიც შემოდგომაზე იგეგმება.

რაც შეეხება თავად ფესტივალს, Summer Set 2019 წლიდან გუდაურში გადაინაცვლებს და ყოველი წლის ზაფხულში ჩატარდება. ფესტივალის ახალი ჰიბრიდული მოდელის ფილოსოფია საქართველოს მთის კურორტებს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას, 2 სცენას, სპორტის 9 სახეობას, კარვების ქალაქს და სოციალურ-კულტურულ თემებზე სხვადასხვა ვორქშოპებს აერთიანებს.

“ჩვენი მიზანია კიდევ ერთი სიახლე დავნერგოთ, როგორც ეს 2012-ში დავიწყეთ, მაშინ ბრენდმა ათობით ათას ადამიანს გააცნო ელექტრონული მუსიკის და საფესტივალო კულტურა და ნიადაგი შეუმზადა კლუბურ ბიზნესს თბილისი მსოფლიო რუქაზე მოენიშნა. 2019 წლიდან ფესტივალი გუდაურში გადაინაცვლებს, მანამდე კი თბილისში მისი საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართება,” – აცხადებს ნიკა დვალიძე.

ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “მთის კურორტების განვითარების კომპანია”.

მუსიკალური ფესტივალის Summer Set საპრეზენტაციო ღონისძიება. თბილისი, საქართველო. 18.07.2018. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

Cigarettes After Sex გამოდის Summer Set-ის საპრეზენტაციო ღონისძიებაზე. თბილისი, საქართველო. 18.07.2018. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.