ახალი ამბები

მთვარის სრული დაბნელება – NASA-ს პირდაპირი ეთერი

27 ივლისი, 2018 • 2820
მთვარის სრული დაბნელება – NASA-ს პირდაპირი ეთერი

მსოფლიო XXI საუკუნეში მთვარის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელების მომსწრეა. მთვარე ცაზე წითელ შეფერილობას მიიღებს.

მთვარის სრული დაბნელება, რომელზე დაკვირვებასაც თბილისიდან შეძლებთ, 23:30 საათზე დაიწყება, პიკს კი 00:21-ზე მიაღწევს. მთვარის სრული დაბნელება 01:13 საათზე დასრულდება.

მათ, ვინც პროცესისთვის თვალის დევნებას ვერ ახერხებს, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო(NASA) სხვადასხვა ასტრონომიული ცენტრებიდან და ობსერვატორიებიდან პირდაპირ ეთერს სთავაზობს.

მთვარის დაბნელება ასეთი ხანგრძლივი იმიტომ იქნება, რომ ბუნებრივი თანამგზავრი დედამიწის ჩრდილის ცენტრში გაივლის, სადაც ის ყველაზე განიერია.

ამავე ღამეს თბილისის ციდან მთვარის გარდა მარსზე დაკვირვებაც იქნება შესაძლებელი, რომელიც დედამიწასთან 2003 წლის შემდეგ ყველაზე ახლო დიასტანციაზე იქნება და კაშკაშა წითელ ვარსკვლავს დაემსგავსება.

დღეს შესაძლებლობა გექნებათ, დააკვირდეთ 21-ე საუკუნეში მთვარის ყველაზე ხანგრძლივ დაბნელებას

მასალების გადაბეჭდვის წესი