ახალი ამბები

ლაგოდეხში, კლდეში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცის ცხედარი ამოიტანეს

27 ივლისი, 2018 • 1650
ლაგოდეხში, კლდეში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცის ცხედარი ამოიტანეს

ლაგოდეხში, სოფელ მსხალგორთან არსებულ მთებში, მაშველებმა კლდეში ჩავარდნილი 23 წლის კაცის ცხედარი ვერტმფრენით ამოიტანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კლდიდან კაცის გადავარდნის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 26 ივლისს, 15:28 საათზე მიაწოდეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ​ურთულესი რელიეფის გამო, შეუძლებელი გახდა საფეხმავლო ბილიკების გამოყენებით ცხედრის გადმოსვენება, რის გამოც 27 ივლისს, გამთენიისას, სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

​საგანგებოს ცნობით, ახალგაზრდა კაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი