ახალი ამბები

“საშიში არაფერია” – გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისში გავრცელებულ მტვერზე

27 ივლისი, 2018 • 2668
“საშიში არაფერია” – გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისში გავრცელებულ მტვერზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის, თბილისში, ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასებია გავრცელებული. სააგენტოს ცნობით, ეს სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით არის გამოწვეული.

“ნეტგაზეთი” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს, დოდო გვაზავასაც ესაუბრა. როგორც გვაზავამ “ნეტგაზეთს” უთხრა, სმოგი დიდ ქალაქებში ქარხნების და სხვა სახის გმაონაბოლქვისგან წარმოიქმნება, თბილისში კი სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებია დაგროვილი:

“სმოგი წარმოიქმნება დიდ ქალაქებში, სადაც არის ქარხნები. ეს გმაონაბოლქვიდან გამომდინარეა და ის გმაონაბოლქვით გაჯერებული ჰაერია, რომელიც ვერ იწმინდება. ეს სულ სხვა პროცესია. სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებია ახლა დაბანაკებლი თბილისის თავზე. საშიში არ არის ჯანმრთელობისთვის. სმოგი რომ იყოს, ქარი თუ არ ამოვარდებოდა და არ გაიწმინდებოდა ჰაერი, ის იქნებოდა საშიში”, – ამბობს დოდო გვაზავა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

დღეს, მთელი დღის განამვლობაში, ფეისბუკ მომხმარებელი თბილისის მასშტაბით გადაღბულ ფოოტებს ავრცელებდა.

 

‼️‼️‼️ქალაქს ჭირდება შველა‼️‼️‼️

თბილისის მერია / Tbilisi City Hall
Kakha Kaladze კახა კალაძე

Posted by Keta Cathy Cherkezia on Friday, 27 July 2018

 

სმოგი ინდათაუნ:))) თბილისის მერია / Tbilisi City Hall მანქანის ერთიდაიგივე მოდელი შავი იქნება თუ თეთრი რატომღაც ერთნაირად აბინძურებს გარემოს??

Posted by Irakli Mazmishvili on Friday, 27 July 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი