ახალი ამბები

ჭუბერი-ხაიშის მოსახლეობამ თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა – საგამოძიებო სამსახური

26 ივლისი, 2018 • 2721
ჭუბერი-ხაიშის მოსახლეობამ თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თქმით, ჭუბურისა და ხაიშის მოსახლეობამ საგამოძიებო სამსამხურის თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, რის გამოც სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო.

აღნიშნულის საჭიროება გამოიწვია იმან, რომ ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობამ გზა გადაკეტა, საგამოძიებო მოქმედებების ხელშეშლის მიზნით ქვებითა და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,” – ამბობს საგამოძიებო სამსახური.

უწყების თქმით, ბოლო პერიოდში გაიზარდა ხე-ტყის უკანონო ჭრის შემთხვევები, შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა გააქტიურდა. 26 ივნისიდან კი საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად დაიწყო იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის , სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.

“საგამოძიებო მოქმედებებისა და ღნისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს ხე-მასალის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების კანონიერების შემოწმება. ასევე, რეგისტრაციის გარეშე, მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა. ღონისძიებები უნდა გატარებულიყო სოფლებში, ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივმა მოსახლოებამ ხელი შეუშალა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, რის გამოცზემოხსენებულ სოფლებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოებისა და საგამოძიებო მოქმედებების ხელის არშეშლის გამო საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება,” – განმარტავს უწყება. 

სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ხე-ტყის გადამამუშავებელ 39 საწარმოში. მათი თქმით, გამოვლინდა რეგისტრაციის გაარეშე მოქმედი 20 ხის საწარმო. 

“საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურის ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებულ ბაზრობებზე ტარდება ხე-ტყით მოვაჭრე 150 მეტ ობიექტზე ინვენტარიზაცია.  გამოძიება მიმდინარეობს 210 192, 287 და 303-ე მუხლებით,” – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

  • დღეს, 26 ივლისს, ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება.
  • დაპირისპირების შემდეგ სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა. შსს-ში განგვიცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით შეიყვანეს დამატებით პოლიციის ჯგუფები ორ სოფელში, თუმცა არავინ დაუკავებიათ.
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ღონისძიება ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანაონო მოპოვებასტან დაკავშირებით, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მათ კვლავ არ აძლევს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საშუალებას.
  • ადგილობრივები საზოგადოებას, ხელისუფლებას, სახალხო დამცველს და დიპკორპუსს მოუწოდებენ, დაიცვან სვანეთი განუკითხაობისგან: “მოგვეცით ალტერნატიული განვითარების საშუალება ან დაგვცოხეთ და ამით დასრულდება ყველაფერი! დაგვაყენეთ საშველი, სანამ მთელი სვანეთი არ გამსკდარა დენთის კასრივით!”
  • ხაიშის მასწავლებლის თქმით, შელაპარაკების დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა იარაღი გადატენა და შუბლზე მიაბჯინა ადგილობრივს, რასაც მოსახლეობის გაღიზიანება მოჰყვა.


მასალების გადაბეჭდვის წესი