ახალი ამბები

უკანონო მშენებლობამ საბერძნეთში გაჩენილ ხანძარს ხელი შეუწყო – თავდაცვის მინისტრი

26 ივლისი, 2018 • 1619
უკანონო მშენებლობამ საბერძნეთში გაჩენილ ხანძარს ხელი შეუწყო – თავდაცვის მინისტრი

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, პანოს კამენოსმა BBC-ის განუცხადა, რომ უკანონო მშენებლობამ ხელი შეუწყო ხანძრის გავრცელებას, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს.

მისი თქმით, საცხოვრებელი სახლის აშენება ტყის სივრცეში “დანაშაულია”, რამაც გასაქცევი გზები ჩაკეტა.

როდესაც თავდაცვის მინისტრი ხანძრით განადგურებული ათენის აღმოსავლეთ ნაწილში ჩავიდა, მას ადგილობრივები გამოხატული უკმაყოფილებით დახვდნენ.

“შენ მარტო დაგვტოვე”, – ეს იყო მთავარი პრეტენზია, რომელსაც ადგილობრივები გამოხატავდნენ.

სულ მცირე, 81 ადამიანი დაიღუპა ხანძრის გამო და ათეულობით დაკარგულად ითლება.

23 ივლისს,ათენის შემოგარენში, სამ სხვადასხვა ადგილზე, 15 ხანძრის კერა ერთდროულად გაჩნდა. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება Greek Reporter იუწყება, მთლიანად არის განადგურებული ტურისტული სოფელი მატი. ხანძრის შედეგად დამწვარია 3 ათასამდე სახლი და ასეულობით მანქანა. ტყეში გაჩენილი ხანძარი მალევე მოედო დასახლებულ რაიონებს, რასაც ხელი შეუწყო ძლიერმა, 100 კმ/სთ სიჩქარის ქარმა. ადამიანებმა თავის დაღწევა ვერ შეძლეს ცეცხლმოდებული სახლებიდან და ავტომობილებიდან.

ხანძარი საბერძნეთში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი