ახალი ამბები

წულუკიანი იზიარებს ივანიშვილის აზრს, “ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატი არ დაასახელოს

26 ივლისი, 2018 • 2160
წულუკიანი იზიარებს ივანიშვილის აზრს, “ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატი არ დაასახელოს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იზიარებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავი შეიკავოს, პრეზიდენტობის კანდიდატი გუნდიდან დაასახელოს.

როგორც იუსტიციის მინისტრი ამბობს, ეს იდეა მოსწონს და ფიქრობს, რომ ეს არის ყველაზე მისაღები პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პროცესების გააქტიურების თვალსაზრისით:

“იდეა, რომელიც აქვს პარტიის თავმჯდომარეს, მე ამ ინტერვიუდან არ შემიტყვია. ეს არის მრავალი კვირისა და თვის განმავლობაში მის მიერ დაყენებული საინტერესო აზრი, რომელიც განხილული იყო გუნდის წევრებთან. ოპოზიციური და ნეიტრალური კანდიდატებისთვის ბრძოლისა და შეჯიბრის საშუალების მიცემა არის მისაღები აზრი. მმართველმა პარტიამ კი ამაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ივანიშვილის შემოთავაზებული ეს იდეა ძალიან მომწონს. ვნახოთ, როგორ დამთავრდება პროცესი”, – ამბობს თეა წულუკიანი.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

დამოუკიდებელი კანდიდატი, “ან ოპოზიციამ წაიღოს ეს ინსტიტუტი” – ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი