ახალი ამბები

რეგიონული მართვა ინფრასტრუქტურის სამინისტროდან პრემიერის დაქვემდებარებაში გადადის

26 ივლისი, 2018 • 2043
რეგიონული მართვა ინფრასტრუქტურის სამინისტროდან  პრემიერის დაქვემდებარებაში გადადის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, რეგიონული მართვის მიმართულება ინფრასტრუქტურის სამინისტროდან პრემიერის დაქვემდებარებაში გადადის. ბახტაძის თქმით, ამ მიმართულებას მთავობის ადმინისტრაციაში სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.

მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული რეგიონული მართვის სისტემა გამოწვევებს ვერ პასუხობს. ამ სტრუქტრული ცვლილების შემდეგ სამსახური უშუალოდ გადავა პრემიერის დაქვემდებარებაში:

“მინდა გაცნობოთ, რომ ბატონი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს რეგიონული მართვის მიმართულებას. ეს გახლავთ სიახლე. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონული მმართველობის კომპონენტი და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანახა გამოცდილებამ. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ, სამწუხაროდ, დღემდე არსებული რეგიონული მართვის სისტემა ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონებში და ზოგადად რეგიონულ მმართველობაში.

თქვენ იცით, რომ ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისთვის იმისთვის, რომ შევძლოთ რეგიონებში ცხოვრების დონის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სამსახური იყოს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ, რომ ჩვენ გვქონდეს უკუკავშირი და პირდაპირი კავშირი საზოგადეობასთან უფრო ეფექტურად და დარწმუნებული ვარ, სოზარი ამ მიმართულებაში დამეხმარება”, – ამბობს ბახტაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი