ახალი ამბები

პატრიოტთა ალიანსმა საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა მონაწილეობა არ მიიღოს

26 ივლისი, 2018 • 5992
პატრიოტთა ალიანსმა საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა მონაწილეობა არ მიიღოს

“პატრიოტთა ალიანსმა” შესაძლოა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. როგორც ნეტგაზეთს პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ უთხრა, “პატრიოტთა ალიანსს” საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ნეტგაზეთი შეეკითხა თევდორაძეს, მართალია თუ არა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს  “პატრიოტთა ალიანსი” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ფინანსური პრობლემების გამო ამბობს, რაც თევდორაძემ უარყო და შემდეგ მიზეზები დაასახელა:

“პარტიას ვალები არ აქვს. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას,  ალბათ, ხედავთ, რომ ისეთი მოვლენები განვითარდა, როგორიცაა, მაგალითად, “ქართული ოცნების” განცხადება, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს და შესაძლოა საერთოდ არ ჰყავდეთ კანდიდატს და ა.შ. ეს განცხადებაც მეტყველებს და ჩვენც ასე მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ დასუსტდა და [ხელისუფლებას] იმ ორგანოდ უნდათ რომ ჩამოაყლიბონ, რომელსაც გავლენის სფერო არ აქვს. გარდა ამისა, ის კანონმდებლობა, რომელიც გვაქვს, რომელიც არ იძლევა გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, თუ მასში სახელისუფლებო ძალა არ მონაწილეობს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ვეცდებით რომ ჩამოვყალიბდეთ, კანდიდატით გავიდეთ ამ არჩევნებზე, თუ არა ,” – განმარტავს გოჩა თევდორაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი