ახალი ამბები

მდინარაძე: იყო მსჯელობა, მხარი ხომ არ დავუჭიროთ რომელიმე დამოუკიდებელ დეპუტატს

25 ივლისი, 2018 • 1390
მდინარაძე: იყო მსჯელობა, მხარი ხომ არ დავუჭიროთ რომელიმე დამოუკიდებელ დეპუტატს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიაში მსჯელობდნენ, საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებისას მხარი დაეჭირათ რომელიმე დამოუკიდებელი დეპუტატისთვის.

ამჟამად საქართვეოს პარლამენტში მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატია. სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებაში რამდენიმე დღეა ვრცელდება:

“ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი კანდიდატი. ალბათ, შემიძლია დავასახელო მინიმუმ 10-მდე კანდიდატი, რომელიც უალტერნატივო იქნება ამ ბრძოლაში და სწორედ ამიტომ წარმოიშვა აზრი და ამ აზრის ერთ-ერთი ავტორი ბატონი ბიძინა გახლავთ, რომ ხომ არ ჯობია ამ უალტენატივო კანდიდატს და პირველივე ტურში უალტერნატივო გამარჯვებას,  საერთოდ არ ჩავერიოთ ან დავუჭიროთ მხარი რომელიმე დამოუკიდებელ დეპუტატს”, – ამბობს მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში.

მდინარაძის თქმით, იზიარებს ბიძინა ივანიშვილის აზრს იმის შესახებ, რომ მმართველმა პარტიამ საკუთარი გუნდის წევრი პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაასახელოს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქართულ ოცნებას ამჟამად ჭარბი ძალაუფლება აქვს:

“მე პირადად არ ვარ მოწინაარმდეგე იმ აზრის, რომ ჩვენი კანდიდატი ასე ცალსახად არ დავაყენოთ და ვემხრობი იმ აზრს, რომ საქართველოში “ქართულ ოცნებას” დღეს აქვს ჭარბი ძალაუფლება, რაც აღარაფერში სჭირდება”, – ამბობს მდინარაძე “ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მსგავსი განცხადება ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიშუ გააკეთა.  ივანიშვილის თქმით, მისი პოზიციაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო კანდიდატი გუნდიდან არ დაასახელოს.

დამოუკიდებელი კანდიდატი, “ან ოპოზიციამ წაიღოს ეს ინსტიტუტი” – ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი