ახალი ამბები

ვინ არიან ყველაზე გამცდენი დეპუტატები

25 ივლისი, 2018 • 1975
ვინ არიან ყველაზე გამცდენი დეპუტატები

საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს კვლევის მიხედვით, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველივე წელს პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის 2 119 შემთხვევა დაფიქსირდა.

კვლევის მიხედვით, ოჯახური მდგომარეობის მითითებით იყო 1 430 შემთხვევა, რაც საპატიო მიზეზით გაცდენილი შემთხვევების 68%-ს უდრის. საანგარიშო პერიოდი 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბერს მოიცავს.

პლენარული და კომიტეტის სხდომები ყველაზე მეტად საპატიო მიზეზით გააცდინა კობა ნაყოფიამ (ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა”). არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომის ყველაზე მეტი გაცდენა აქვს შოთა შალელაშვილს (უმრავლესობა), ხოლო კომიტეტის სხდომების გაცდენის ყველაზე მეტი შემთხვევა აქვს – გიორგი ტუღუშს (უმცირესობა).

კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა საერთაშორიო გამჭვირვალობის კვლევა

კომიტეტის სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენა საერთაშორიო გამჭვირვალობის კვლევა

პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენა საერთაშორიო გამჭვირვალობის კვლევა

პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა საერთაშორიო გამჭვირვალობის კვლევა

მასალების გადაბეჭდვის წესი