ახალი ამბები

ხორავას ქუჩის საკითხზე საზოგადოების რეაქციას მთავრობამ ადეკვატურად უპასუხა – ივანიშვილი

24 ივლისი, 2018 • 1807
ხორავას ქუჩის საკითხზე საზოგადოების რეაქციას მთავრობამ ადეკვატურად უპასუხა – ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მთავრობის ადეკვატური პასუხი იყო საზოგადოების მძაფრი რეაქციის მიმართ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების საქმეზე. ამის შესახებ ივანიშვილიმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ის, რაც მოხდა, ტრაგიკულია მთელი ქვეყნისთვის. საზოგადოების რეაქცია პროკურატურის გამოძიებასთან დაკავშირებით იყო ისეთი, როგორიც იყო – ძალიან მძაფრი და სენსიტიური. პროკურატურამ ადეკვატურად უპასუხა, მხედველობაში მაქვს ის, რომ შოთაძე გადადგა, თუმცა ჯერ არავის დაუმტკიცებია და მტკიცებულებებიც არ ჩანს, რომ პროკურტაურამ ან გადაამეტა ძალაუფლებას, ან ვერ შეასრულა, ან არ გააკეთა, ან პიროვნულად ჰქონდა რაღაც დამოკიდებულება, რასაც მე გამოვრიცხავ შოთაძის მხრიდან. აბსოლუტურად ადეკვატურად უპასუხა პროკურატურამ და მთავრობამ საზოგადოების მძაფრ განცდას. ესაა, რისთვისაც ვწვალობდით და ვწვალობთ დღესაც”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი