ახალი ამბები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საბერძნეთს დახმარებას სთავაზობს

24 ივლისი, 2018 • 4198
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საბერძნეთს დახმარებას სთავაზობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა  საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალურ მდივანს ათენის მახლობლად გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად დახმარება შესთავაზა.

შალვა ხუციშვილის თქმით, საქართველო მზადაა, საბერძნეთის მოთხოვნის შესაბამისად, დახმარება აღმოუჩინოს:

“ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები არის ბერძენ ხალხთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელიც დაზარალდა ტრაგიკული შემთხვევის შედეგად. მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს ვუსურვებ გამძლეობასა და მორალურ სიმტკიცეს. ეჭვგარეშეა, რომ საბერძნეთი მამაცურად გადალახავს ძნელბედობის ჟამს.  გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, აღმოგიჩინოთ დახმარება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში” – ვკითხულობთ საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალური მდივნისთვის გაგზავნილ წერილში.

ათენის გარეუბანში მასშტაბურ ხანძარს 60 ადამიანი ემსხვერპლა. სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობები მიიღო 100-ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის, ბავშვებმა. საბერძნეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დახმარებას ევროპის ქვეყნებს სთხოვს.

სპეციალური ტექნიკა და მეხანძრეები საბერძნეთში იტალიიდან, გერმანიიდან პოლონეთიდან და საფრანგეთიდან გაგზავნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი