ახალი ამბები

ივანიშვილი: ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა

24 ივლისი, 2018 • 8517
ივანიშვილი: ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე აკრიტიკებს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ამბობს, რომ ის უნდა წასულიყო. ამის შესახებ ივანიშვილი საუბრობს მაკა ცინცაძესთან ინტერვიუში, რომელიც დღეს, 24 ივლის, “პირველი არხის” ეთერში გავა.

“საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, “ქართული ოცნების” შემდგომ, სიღარიბის ზღვარი გაუარესდა. ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა… ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის… არღვევდა მას კვირიკაშვილი თავისი ინტერესებით… მას აღარ შეეძლო მართვა… ორ კაცთან ახერხებდა ის გადაწყვეტილებების შეთანხმებას – ალავიძესთან და ქუმსიშვილთან. მას არ დარჩა არჩევანი. უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც”, – ამბობს ივანიშვილი გადაცემის ანონსში.

გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ ისე დატოვა, რომ ამის შესახებ დეტალური განმარტება არ გაუკეთებია. მასთან ერთად დატოვა მთავრობა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, უფრო ადრე პოსტს გამოემშვიდობა ინფრასტრუქტურის მინისტრი ალავიძე.

ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა, რომ ქუმსიშვილი და ალავიძე პროკურატურაში თანხების გაფლანგვის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო უწყებაში გამოკითხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი