ახალი ამბები

კობაური ბრალს არცერთ ნაწილში არ აღიარებს – ადვოკატი

24 ივლისი, 2018 • 1757
კობაური ბრალს არცერთ ნაწილში არ აღიარებს – ადვოკატი

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ალუდა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ.

ბუჩუკურის თქმით, კობაური თავს დამნაშავედ “არცერთ ნაწილში არ მიიჩნევს”.

ბუჩუკური სახაზინო ადვოკატია, რომელიც კობაურს პირველ ეტაპზე იცავდა. შემდეგ საქმეში კერძო ადვოკატი დავით გირგვლიანი ჩაერთო, თუმცა მან ბრალდებულის დაცვა შეწყვიტა.

ამავე თემაზე გირჩევთ

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საქმეს ჩამოშორდა

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საქმეს ჩამოშორდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი