ახალი ამბები

ბახტაძე “ისტორიის ბოლო წლების” გარემოს დაცვის პოლიტიკას დანაშაულებრივად აფასებს

24 ივლისი, 2018 • 1582
ბახტაძე “ისტორიის ბოლო წლების” გარემოს დაცვის პოლიტიკას დანაშაულებრივად აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ახლო მომავალში საზოგადოებას მწვანე ეკონომიკის სტრატეგიას წარუდგენს. ამის შესახებ ბახტაძემ დღეს თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“მწვანე ეკონომიკა ჩვენთვის არის აბსოლუტური პრიორიტეტი. ეს არის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, ახალ ხარისხობრივ დონეზე ავიყვანოთ ეკონომიკა და ზოგადად ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე. [მწვანე ეკონომიკა] ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და, მე ვიტყოდი, ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე მიმართულებაა, რომელსაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ევროპული ქვეყნების უმრავლესობა სწორედ ამ გზას, მწვანე ეკონომიკის მშნებელობის გზას დაადგა. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პერსპექტივა, რომ ამ მიმართულებაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გავხდეთ. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბოლო წლებში გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა იყო უკიდურესად არაეფექტური, მე ვიტყოდი, დანაშაულებრივიც კი. ამ ყველაფერს სასწრაფოდ სჭირდება გამოსწორება. მწვანე ეკონომიკა ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანი მიმართულება იქნება”, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით,  ახლო მომავალში საზოგადოებას წარუდგენს მთავრობის სტრატეგიას მწვანე ეკონომიკის კუთხით .

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი