ახალი ამბები

ამერიკული ტანკები, ვერტმფრენები და პერსონალი საქართველოში წვრთნებისთვის მოდიან

24 ივლისი, 2018 • 14137
ამერიკული ტანკები, ვერტმფრენები და პერსონალი საქართველოში წვრთნებისთვის მოდიან

1 აგვისტოს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მრავალეროვანი სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2018” გაიხსნება.

სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 3 000-მდე სამხედრო, აქედან 1 300 ქართველია, 1 170 ამერიკელი და 500 სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. სწავლებაში ჩართული იქნება 13 ქვეყანა – საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, ნორვეგია, პოლონეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვა და უკრაინა.

სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 140 ერთეული სამხედრო ტექნიკა, რომელიც ფოთის პორტიდან ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩავა. აქედან 28 ქვეითთა საბრძოლო მანქანა “სტრაიკერი” და 12 “ბრედლი”. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის 5 ტანკი “აბრამსი”.

სწავლებაში ჩართული იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არსებული 5 ერთეული ტ 72 ტიპის ტანკი და BMP 2 ტიპის ტანკები.

“საჰაერო თავდასხმის ოპერაციებში” კი მონაწილეობას მიიღებს აპაჩეს და შავი ქორის ვერტმფრენები.

სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2018” 15 აგვისტოს დასრულდება.

ღირსეული პარტნიორი 2018

 

მასალების გადაბეჭდვის წესი