ახალი ამბები

საბერძნეთში ხანძარს, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა – ცეცხლს ამ დრომდე ვერ აკონტროლებენ

24 ივლისი, 2018 • 3083
საბერძნეთში ხანძარს, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა – ცეცხლს ამ დრომდე ვერ აკონტროლებენ

საბერძნეთში ათენის მახლობლად გაჩენილ მასშტაბურ ტყის ხანძარს, სულ მცირე, 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ინფორმაციას ამის შესახებ BBC  ავრცელებს.

სტიქიის ეპიცენტრში, წითელი ჯვრის ცნობით, 26 გარდაცვლილის სხეული იპოვეს. მაშველებს მოსახლეობა სტიქიის მიმდებარე დასახლებებიდან გაჰყავთ. ხანძრის გამო სახლის დატოვება ასობით ადამიანს მოუხდა.

მაღალია დაშავებულთა რიცხვიც. სტიქიის შედეგად 104 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა შორის 16 ბავშვია.

საბერძნეთის მთავრობამ ევროპის ქვეყნებს დახმარებისთვის მიმართა. დამატებითი ვერტმფრენები, სპეციალური ტექნიკა და მეხანძრეები საბერძნეთში იტალიიდან, გერმანიიდან პოლონეთიდან და საფრანგეთიდან გაგზავნეს.

ხანძარი საბერძნეთში გუშინ, 23 ივლისს გაჩნდა და იმავე დღეს დასახლებულ რაიონებსაც მოედო. ხანძრის შედეგად ათეულობით სახლი  დაიწვა საკურორტო ქალაქ კინეტაში, რომელიც ათენიდან დასავლეთით, 50 კილომეტრში მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი