ახალი ამბები

თბილისი-სტამბოლის თვითმფრინავი ტრაბზონში ავარიულად დაეშვა

23 ივლისი, 2018 • 6503
თბილისი-სტამბოლის თვითმფრინავი ტრაბზონში ავარიულად დაეშვა

მგზავრებმა ძრავის მხარეს გრუხუნის მსგავსი ხმა გაიგეს თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავში, როდესაც  დღეს, 23 ივლისს, თბილისიდან სტამბოლისკენ მიფრინავდნენ. ამის შემდეგ პილოტებმა გამოაცხადეს, რომ ტრაბზონში ავარიულად ეშვებოდნენ.

თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან 17:20 საათზე აფრინდა. როგორც ერთ-ერთი მგზავრი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ხმაური ძრავის მხარეს შესამჩნევი იყო, რის შემდეგაც თვითმფრინავი ტრაბზონში დაეშვა. თუმცა დაშვება იყო უსაფრთხო და არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის (21:10) ისინი ტრაბზონის აეროპორტში იყოფებიან. როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა “მაესტროს” უთხრა, თურქეთის ავიახაზებმა სტამბოლიდან ტრაბზონში სხვა თვითმფრინავი გაუშვა, რის შემდეგაც გააგრძელებენ გზას სტამბოლისკენ.

ონლაინ რადარის, Flightradar24-ის მიხედვით ჩანს, რომ თვითმფრინავმა, რეისის ნომრით TK383, თბილისიდან აფრენიდან დაახლოებით 47 წუთში, მაშინ, როდესაც შავი ზღვის თავზე დაახლოებით 9.7 კილომტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა, დაშვება დაიწყო. ამის შემდეგ თვითმფრივამა რამდენიმე წრე მოხაზა შავი ზღვის თავზე და უსაფრთხოდ დაეშვა ტრაბზონის საერთაშორისო აეროპორტში.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა თურქეთის ავიახაზების ცენტრალურ ოფისს ინციდენტის მიზეზების გასარკვევად. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი