ახალი ამბებირეკლამა

ქართველი მოსწავლეების მორიგი გამარჯვება საერთაშორისო ოლიმპიადაზე

23 ივლისი, 2018 • 1544
ქართველი მოსწავლეების მორიგი გამარჯვება საერთაშორისო ოლიმპიადაზე

ორი ბრინჯაოს მედლითა და ერთი წამახალისებელი სიგელით დაბრუნდა მოსწავლეთა ნაკრები ბიოლოგიის 29- საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან, რომელიც 15-22 ივლისს ირანში, , თეირანში გაიმართა.

ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ანა თოიძე (მეექვსე საავტორო სკოლა) და ბაჩუკი დალაქიშვილი (შპს თამარიონი), ხოლო საბა ბირკაძე (კომაროვის სკოლა) წამახალისებელი სიგელით დაჯილდოვდა.

სამინისტროს სახელით ვულოცავთ სკოლის მოსწავლეებს გამარჯვებას და მადლობას ვუხდით გუნდის ხელმძღვანელებსეკატერინე ბაკურაძეს, ირინა მოდებაძეს და ნანა ბარნაველს.

ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IBO) საქართველო  2011 წლიდან მონაწილეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი