ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთმა სომხეთში ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო

23 ივლისი, 2018 • 2208
რუსეთმა სომხეთში ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო

დღეს, 23 ივლისს სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო, რომელშიცს ამი ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, წვრთნებში ჩართულია 500 ერთული ტექნიკა, მათ შორი,ს გამანადგურებლები და უპილოტო ავიაცია.

სომხეთში, შირაქის მხარეში, სოფელ პანიკში რუსმა სამხედროებმა წვრთნები 17 ივლისს ჩაატარეს. როგორც ადგილობრივი თემის ხელმძღვანელმა თქვა, სროლამ ადგილობრივი მოსახლეობა შეაშინა, ზოგიერთმა ბავშვმა კი გონებაც დაკარგა. მოგვიანებით რუსულ ბაზაზე ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადეს და მოსახლეობას დამნაშავეთა დასჯას დაჰპირდნენ.

სომხეთში რუსული სამხედრო ბაზა ქალაქ გიუმრიში დისლოცირებულია მოსკოვსა და ერევანს შორის 1995 წლის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. 2010 წელს დოკუმენტში შეტანილი იყო ცვლილებები, რომლის შესაბამისად, საწყისი 25 წლის ნაცვლად, მათი სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა 49 წლამდე, ანუ 2044 წლამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი